პარტია „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედ მერს, კახა კალაძეს წარადგენს. ეს იქნება ზედიზედ მესამე შემთხვევა, როდესაც კალაძე „ქართული ოცნების“ სახელით მუნიციპალურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. არსებული ინფორმაციით, კალაძის კანდიდატურის ოფიციალური წარდგენა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
კახა კალაძე თბილისის მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს, როდესაც ხმათა 51% მიიღო. მეორედ მან ამ პოსტის დაკავება 2021 წელს შეძლო მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიასთან ერთად გადავიდა და ხმათა 55.6% მოიპოვა.
„ქართულ ოცნების“ გაცხადებული მიზანი არჩევნების 64-ვე მუნიციპალიტეტში მოგებაა.
„ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 7 მაისს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიებიდან, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერი საქართველო“. „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ცნობილი 31 ივლისს გახდება.
4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი”, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“ და „ანა დოლიძე - ხალხისთვის“.
„ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ შექმნილი განუკითხაობის და უსამართლობის დაკანონებაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს“, - აცხადებს 8 ოპოზიციური პარტია.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ ბოლო კვლევის მიხედვით, თბილისში „ქართული ოცნების“ და მეინსტრიმული ოპოზიცური პარტიების რეიტინგი, ივნისის მონაცემებით, ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 23%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 21%;
- „ერთიანობა - ენმ“ - 16.5%;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 10.6%;
- „გახარია - საქართველოსთვის“ - 5.7%.
ამავე კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობაში ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს ან მასში მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დათქმით მონაწილეობას უფრო მეტი უჭერს მხარს (47%), ვიდრე უპირობო მონაწილეობას (41%).
აღნიშნული კვლევა ეხება ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის მზაობასაც. შედეგების მიხედვით, თბილისელების 40%-ს აქვს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია, ხოლო პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა შორის ასეთია მხოლოდ 34%.
9 ივლისს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების გათვალისწინებით, არ წარმოადგენს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის გამოხატვის რეალურ შესაძლებლობას.
