საპარლამენტო არჩევნების წინ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამნისტიის გამოცხადებას აპირებს. დღეს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამნისტიის კანონი უახლოეს დღეებში დაინიცირდება და მისი მიღება „სერიოზულ წვლილს შეიტანს“ პატიმართა რაოდენობის შემცირებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ალბათ, ივლისში რიგგარეშე სესიაზე საუბარი მოგვიწევს, სადაც საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში შესაძლებელი იქნება პირველი მოსმენით ამ კანონპროექტის მიღება ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელსაც ამ საკითხზე შეკითხვა „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ დაუსვა.
დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 10 ათასამდე პატიმარია, რაც კობახიძის თქმით, „ოპტიმალური მონაცემები არ არის“
„მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში მნიშვნელოვნად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისთვის, რომ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. სასურველი იქნებოდა, დაახლოებით, მინიმუმ 1/3-ით პატიმართა შემცირება და ვფიქრობთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელიც მომზადებულია, ამ მიზნის მიღწევაში სერიოზულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ წევრებს მიმართა, რომ ამნისტიის შესახებ კანონის განხილვისას, მათ მიერ წარდგენილი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინებას შეეცდებიან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
