სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით, „ქართული ოცნების“ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნა. კომისიის თავმჯდომარედ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი შოთა ბერეკაშვილი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი აირჩიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
დროებითი კომისია სულ 14 წევრისგან შემდგება. ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ჰყავს: შოთა ბერეკაშვილი, ნინო წილოსანი, მაია ბითაძე, პაატა კვიჟინაძე, ვახტანგ თურნავა, ზაზა ლომინაძე და გელა სამხარაული.
კომისიაში სამი წევრითაა წარმოდგენილი ფრაქცია „საქართველოსთვის“: გიორგი შარაშიძე, შალვა კერესელიძე და ქეთევან ბაკარაძე.
სამი წევრი ჰყავს პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“: გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და ეკა სეფაშვილი, ხოლო 1 წევრი „ევროპელ სოციალისტებს“: ილია ინჯია.
როგორც შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, კომისია სამუშაო რეჟიმში მომავალი კვირიდან გადავა.
„კომისიის მიზანია სრულყოფილად შეისწავლოს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის სექტორები. მნიშვნელოვანია, რომ შესწავლის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და სექტორის ლიდერებისგან მოვისმინოთ თუ რა პრობლემები, გამოწვევებია და როგორ შეიძლება პროცესების ოპტიმიზაცია მოხდეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კონსტრუქციული და საქმიანი შეხვედრების შედეგად, აღნიშნული კომისიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.
კომისია სამი თვის განმავლობაში იფუნქციონირებს.
გასული წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ აღიარა, რომ სასურსათო პროდუქტების „ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ია.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა. საკითხს „თავისი კომპეტენციის ფარგლებში“ სწავლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ამ თემაზე:
იანვარში ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, ყველაზე მეტად, 20.5%-ით თევზეული გაძვირდა
