პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს დიდი ბრიტანეთიც აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს ხელს შეუშლის, გააგრძელონ ქვეყნის დახმარება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 3 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სანქცირებული გენერალური პროკურორი გენერალურ აუდიტორად გადაჰყავთ
„დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი წარდგენით და თანმხლები რიტორიკით, რომელიც ეხება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დონორების ჩარევას.
გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ დიდი ხანია დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან პარტნიორობის ძირითადი საყრდენია. შემოთავაზებული კანონი, თუ ის საბოლოოდ მიღებული იქნება, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს გააგრძელონ საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მხარდჭერას ყველა იმ საკანონმდებლო და სხვა რეფორმების განსახორციელებლად, რაც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში მომავალი წევრობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა და აპირებს მიმდინარე სესიის დასრულებამდე მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც უარი ერთი წლის წინ, საზოგადოების მასშტაბური პროტესტის შედეგად თქვა და პირობა დადო, რომ ის „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე“ გაიწვია. კანონპროექტის ტექსტი იგივე დარჩა - მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
რუსულ კანონი გააკრიტიკეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნატომ, გაერომ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID). ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი კანონი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს, უარყოფითად იმოქმედებს დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მუშაობაზე.
დღეს, 12 აპრილს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პარლამენტი ე.წ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს არ მიიღებს, გაითვალისწინებს ევროკავშირის და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
