ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუსებსაც კი აჯობეს. ევროპარლამენტარი ასე გამოეხმაურა მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნაცისტი ჰერმან გერინგის შთამომავალია. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მასსა და ომის დამნაშავეს შორის ნათესაური კავშირის შესახებ ტყუილს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ავრცელებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„მომილოცავს, „თვის ტროლის“ ჯილდო ამჯერადაც უცილობლად გადაეცემათ ქართველ „ტროლებს“, მათ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის „გერინგის“ რუსულ თარგმანს აიღებს. „გერინგი“ [Gehring] და „გიორინგი“ [Göring] კირილიცათი ერთნაირად იწერება, ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ, არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე ჰერმან გიორინგთან“, - ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპარლამენტარის თქმით, კიდევ უფრო აბსურდული იყო მეორე „ფეიკი“ - გავრცელებული ვიდეო, თითქოს, ის ქორწილში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა:
„სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური ე.წ. დიფ-ფეიკ ვიდეო იყო.
საინტერესო გარემოებაა, რომ ეს „ფეიკი“ ძირითადად მმართველი ფრაქციის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა, შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად“.
ვიოლა ფონ კრამონი ხშირად ხდება „ქართული ოცნების“ ლიდერების თავდასხმის ობიექტი. ევროპარლამენტარი საქართველოში ბოლოს აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა, რა დროსაც მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა. მანამდე ის „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენები 2013-2014 წლებში უკრაინის მაიდანის დროს ახსენებდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის საქართველოში „რადიკალების“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა, ხოლო პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ფონ კრამონი მხარს უჭერს აქციების სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაზრდას.