კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ბერიკაშვილი ამბობს, რომ რეორგანიზაციის საბაბით სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, მანამდე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ მის გაშვებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ითხოვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან „ბიძინას ვაგინებდი“.
ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე „ოფშორების კანონის“ გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში). თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას“, - წერს სოსო ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში.
კავკასიის უნივერსიტეტი ყოფილი თანამშრომლის ამ განცხადებას არ გამოხმაურებია. როგორც უნივერსიტეტში განაცხადეს, ამ თემაზე კომენტარი შესაძლოა თავად კახა შენგელიამ გააკეთოს, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.
მას შემდეგ, რაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ, კავკასიის უნივერსიტეტმაც მოაწერა ხელი 38 უნივერსიტეტის ერთობლივ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს და „აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს“. გარდა ამისა, ხელმომწერი რექტორები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია „გარკვეული ჯგუფების მიერ“ უნივერსიტეტების სახელით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.
კავკასიის უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ წერს ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე, რომელიც ამ უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია და სტუდენტებს ათ წელზე მეტია ასწავლის. მისი თქმით, ეს სემესტრი უკანასკნელი იქნება.
„კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ბოლო დღეებში დაიჭირა პოზიცია, რის გამოც ჩემთვის მათთან ურთიერთობის გაგრძელდება შეუძლებელი ხდება. ჯერ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გააგდო ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი, შემდეგ კი ხელი მოაწერა განცხადებას, რომლის სულისკვეთებასაც ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და ლექტორების დიდი ნაწილი“, - წერს ნიკო ნერგაძე სოციალურ ქსელში.
განახლება: სოსო ბერიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში კახა შენგელია გამოეხმაურა: „რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა“, - წერს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.