პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 73 ხმით, 9-ის წინააღმდეგ, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რის შედეგადაც ოფშორული ზონებიდან ქონებისა და მოგების საქართველოში შემოტანა გადასახადების გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი. ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ქართული ოცნების“ წევრების - პაატა კვიჟინაძის, ანტონ ობოლაშვილის, ირაკლი კირცხალიას, ბეჟან წაქაძის, ზაალ მიქელაძის, ირაკლი ზარქუასა და გოგი მეშველიანის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 17 და 18 აპრილს, განიხილა, დღეს კი საბოლოო მოსმენით დაამტკიცა.
„ე.წ. ოფშორებში საინტერესო აღარ არის ბიზნესის წარმოება - გაძლიერდა მონიტორინგი, გაძლიერდა გამჭვირვალობა, გადასახადებმა მოიმატა. ამიტომ ბევრი ოფშორებიდან გადის. ჩვენთვის აქ ძალიან პრინციპულია, რომ მაქსიმალურდ მოვიზიდოთ, რომ საქართველოში გადმოიტანონ თავისი ბიზნესი. იმ კომპანიებზეა საუბარი, რომლებსაც საქართველოში უკვე გააჩნიათ ქონებები, მაგრამ დარეგისტრირებულები არიან ოფშორულ ზონებში.
საუბარია იმაზე, რომ თუ ოფშორში დარეგისტრირებულია კომპანია, რომელიც საქართველოში ფლობს წილს რაღაც კომპანიაში - ქარხანა იქნება თუ დაწესებულება - და სურს, რომ ეს ოფშორი ჩამოიცილოს და პირდაპირ გახდეს ამის მფლობელი [წილის] საქართველოს კომპანიაში, მას ამის საშუალება მიეცეს შეღავათით. დღევანდელი კანონმდებლობით მას გადასახადის გადახდა მოუწევს. საუბარია იმაზე, რომ ერთჯერადად, გადმოტანის მომენტში, ეს გადასახადები ვაპატიოთ, თუ გადმოვლენ და გაათეთრებენ თავიანთ...გათეთრებული ისედაც არის, მაგრამ საქართველოში თუ იქნება, უფრო გამჭვირვალე იქნება. თუ იგივე კომპანიებს, გარდა წილისა გააჩნიათ სხვა აქტივები, მაგალითად, თვითმფრინავი, დანადგარები, მანქანები და ა.შ. და ისიც უნდათ, რომ საქართველოში გადმოიტანონ, მაგრამ ამ წილს არ ეხება, აქაც ერთჯერადად გათავისუფლდებიან იმპორტის გადასახადისგან“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
ოპოზიცია კანონპროექტს და დაჩქარებული წესით მის მიღებას აპროტესტებდა. დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობდა, რომ ასეთი რეგულაციის მიღებამ შესაძლოა საქართველო „შავი ფულის სამრეცხაოდ“ აქციოს.
ამ საკითხს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ბიძინა ივანიშვილი უსაფრთოების ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, თავისი ფული საქართველოში უნდა დააბრუნოს. ახლა ამისთვის საკანონმდებლო ბაზა არსებობს. ბევრს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მასობრივად გააყალბებს მოახლოებულ არჩევნებს, რაც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საქნციებს გამოიწვევს“.
კანონი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის დღესვე ამოქმედდება. შედეგად, ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების 2028 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემისას, ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან. აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან, ხოლო საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1-ელ იანვრამდე. საგადასახადო შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ აქტივების გადაცემაზე, რომელიც ოფშორულ ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია კანონის ამოქმედების დღისთვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.