ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარისა და პარლამენტის დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 „კუნთმაგარი ადამიანის“ ჩამოყვანას გეგმავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
როგორც ხაბეიშვილმა თქვა, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში UFC-ის ყოფილ ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან შეხვედრისას.
„ჩემი ინფორმაციით, სხვა ქვეყნიდან კუნთმაგარი ადამიანების, 300-500 პირის მობილიზება მოხდება, რომლებიც შემდგომ თავ-პირს დაამტვრევენ საარჩევნო უბნებთან ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, მათი ეს შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ქვეყანაში ზონდერების ჩამოყვანას? გვითხრან რა საკითხზე ისაუბრეს, გეოპოლიტიკაზე რომ არ ისაუბრებდნენ, ვიცით“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

30 ივნისს ნურმაგომედოვი გერმანიის ქალაქ კიოლნში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრო. დაღესტნელი სპორტსმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერ კახა კალაძესა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ცოტნე ივანიშვილსაც შეხვდა. მათი ერთობლივი ფოტოები, რომლებიც კაფეშია გადაღებული, სოციალურ ქსელში თავად ნურმაგომედოვმა გაავრცელა. კრიტიკის მიუხედავად, კობახიძესა და კალაძეს შეხვედრის შესახებ განმარტება არ გაუკეთებიათ.

ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცრუობს და მას „აღქმების შექმნა“ უნდა.
„ჭკუასთან ახლოს არ არის ის, რასაც ხაბეიშვილი ამბობს. ის ტყუილს ამბობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს და ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება. მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის მისი მომხრეები“, - განაცხადა ვოლსკმა.
ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მებრძოლია. მან კარიერა 2020 წლის შემოდგომაზე დაასრულა. UFC-ში ბრძოლის დროს ნურმაგომედოვს გულშემატკივრობდა როგორც ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, ისე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
