მაშველებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში, სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 77 წლის პენსიონერი იური ქურდაძეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
ადგილობრივების ინფორმაციით, იური ქურდაძე საქონელს ეძებდა, რა დროსაც, მოულოდნელად მეწყერი ჩამოწვა.
„ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღება იქნება საჭირო, რომ ისეთი ადგილები, სადაც შეიძლება ასეთი მეწყერული ზონები იყოს, ყურადღებით იქნეს შესწავლილი, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ფაქტები“, - განაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილ მამაკაცს დრონისა და მაშველი ძაღლის საშუალებითაც ეძებდნენ.
მარელისში, რკინიგზასთან მეწყერი 1-ელ ივლისს ჩამოწვა, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა. საქართველოს რკინიგზამ რეისების ნაწილი 2 და 3 ივლისსაც გააუქმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის სადგურ მარელისთან ლიანდაგები სრულად გაწმენდილია და აღდგენილია საკონტაქტო ქსელი. მატარებლების მოძრაობის განახლება დღეს, 3 ივლისს, 17:00 საათიდან იგეგმება.
