პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 ოქტომბერს დაგეგმილ მსვლელობას - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ შეუერთდება. ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, ხვალ ძალიან ბევრნი იქნებით. მე ხვალ თქვენთან ერთად ვიქნები. ეს ძალიან დიდი დღეა და ჩვენი სტაბილურობაც ამაზეა დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. [...] ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა.
ასევე ვიცი, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა სხვადასხვა ფორმებით, მცდელობები დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არაფრის არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ სწორ გზაზე ხართ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლებს მიმართა, რომ არ უნდა ეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის და არც ერთ კვირაში. როგორც მან თქვა, „ძალიან კმაყოფილია და ძალიან იმედიანად არის“.
„ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება და ის ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისა და ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია, სხვა პარტიებმაც მოაწერეს მოაწერეს ხელი და არ უნდა დავივიწყო ისინი, რჩება ქარტიის სრულიად ერთგული - ანუ იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში.
ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ის ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისათვის მიგვიყვანს ევროპაში.
ამ ხმების ჯამი იქნება ის უმრავლესობა, რომელიც ამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რომელიც ქარტიაში წერია. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვევ-მოხვევის გარეშე. ასე რომ, თქვენ აირჩიეთ რომელიმე, რომელიც გირჩევიათ, ყველა ერთად, ოთხივე პარტია და ჩემთან, ერთად როგორც ქარტიის ინიციატორთან და როგორც ქარტიის გარანტორთან წავალთ ამ გზაზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ის ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, რომელმაც, მისივე თქმით, გაუმეორა არა მხოლოდ „ქართული ქარტიის“ მიმართ მხარდაჭერა, არამედ ისიც, რომ „როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება გამოხატა, დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭიროა, იმ გზაზე ძალიან სწრაფად დაბრუნებისათვის“.
„ესეც დამიდასტურა, რომ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ყველაფრის აღდგენა, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ არაფერი დაკარგოს ამ პერიოდში“, - თქვა პრეზიდენტმა.
20 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე, თბილისში მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება, რომლის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა. მარშის მონაწილეები 17:00 საათზე ხუთი ადგილიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით გამართავენ მსვლელობას, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტია დაგეგმილი.