„რეალურად არაფერი შეცვლილა. მე ახლახან მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. რეალურად, ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
კობახიძის თქმით, ივანიშვილი დე ფაქტო სანქციების ქვეშ აქამდეც იყო და მას თითქმის სამი წლის განმავლობაში ფორმალური სანქციებით აშანტაჟებდნენ.
„თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
27 დეკემბერს შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ფინანსური სანქციები დაუწესა „რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავალთვის ძირის გამოთხრის გამო“.
სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად დასანქცირებული მოქალაქეების და ბლოკირებული პირების სიაში დაამატა. სანქციები ითვალისწინებს კონკრეტული ტრანზაქციების შეჩერებას, მათ შორის, სინგაპურის სააპელაციო სასამართლოში Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის დავასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების, ბრძანების, ან მორიგების აღსრულებლად და ნებისმიერი გადახდის განსახორციელებლად OFAC-ის ნებართვა იქნება საჭირო.