პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ელჩის გაწვევისგან განსხვავებით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„ეს არ არის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რაც 2022 წელს ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით იყო მიღებული. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი. კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები. ეს ჩაითვალა არაადეკვატურად, მიმდინარე ომის ფონზე და ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს.
ანუ, განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთი საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა, საუბარია სარეცხ მანქანებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, მიხაილო ხარიშინის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო „მის მიერ ომში მყოფი სახელმწიფოს რეალობის სრული გაუგებრობის“ გამო.
ორ წელზე მეტია უკრაინას საქართველოში ელჩის ნაცვლად დროებითი რწმუნებული ჰყავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თბილისიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იგორ დოლგოვი 2022 წლის 1-ელ მარტს, რუსეთის შეჭრიდან მალევე, კონსულტაციებისთვის გაიწვია. მიზეზად დასახელდა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინის დახმარების მსურველი მოხალისეების დაბრკოლება და სანქციების მიმართ „ამორალური პოზიცია“. იმავე წლის ივნისში დოლგოვი ოფიციალურად გათავისუფლდა ელჩის თანამდებობიდან.
მიხაილო ხარიშინი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულად 2024 წელს დაინიშნა. მანამდე ამ თანამდებობაზე ანდრეი კასიანოვი მუშაობდა.
