საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში შეყვანილი 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. მათ შორის 14 მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ დელეგატებს 30-ვე საარჩევნო ოლქში წარადგენს. თბილისის 8 დელეგატის დასახელება უახლოეს დღეებში იგეგმება.
„ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი და ამით ნაწილობრივ იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანება, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან არის დაკავშირებული. არიან მთელი რიგი დეპუტატები, რომლებიც მანამდე იყვნენ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარები, მათი უმეტესობაც იქნება სიაში წარმოდგენილი, თუმცა არა დელეგატის სტატუსით“, - აღნიშნა კობახიძემ.
რეგიონებში „ქართული ოცნების“ დელეგატობის კანდიდატებად დასახელდნენ:
- დავით სონღულაშვილი (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
- ირაკლი ქადაგიშვილი (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
- ირაკლი შატაკიშვილი (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - რუსთავი და გარდაბანი;
- ზაურ დარგალი (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - მარნეული-გარდაბანი;
- დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა;
- ანტონ ობოლაშვილი (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი;
- სამველ მანუკიანი (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ახალქალაქი-ნინოწმინდა;
- დიმიტრი ხუნდაძე (მოქმედი დეპუტატი) - მცხეთა-მთიანეთი;
- ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი) - გორი-კასპი;
- ზაალ დუგლაძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ხაშური-ქარელი;
- ზაზა ლომინაძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ქუთაისი;
- გივი ჭიჭინაძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი;
- პაატა კვიჟინაძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
- ზვიად შალამბერიძე (იმერეთი მოქმედი გუბერნატორი) -ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
- დათო კოდუა (სამეგრელოს გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი;
- გიორგი ხახუბია (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ფოთი-ხობი-სენაკში მოქმედი დეპუტატი
- ილია ინჯია (ბიზნესმენი) - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
- ვასილ ჩიგოგიძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
- გოჩა ენუქიძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი;
- არჩილ ბერიძე (ჯგუფ „ალილოს“ წევრი) - ბათუმი;
- გია ჭყონია (ბიზნესმენი) - ქობულეთი;
- ანზორ ბოლქვაძე (მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი) - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო;
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სია, სავარაუდოდ, სექტემბერის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.
