საქართველოს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმაღლესი განათლების სისტემის „თვისობრივად გარდასაქმნელად“ საუნივერსიტეტო რეფორმაზე მომუშავე სამთავრობო კომისია შეიქმნება. კომისიას თავად ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„გვაქვს მნიშვნელოვანი, ამბიციური ამოცანა საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ დღევანდელ სხდომაზე.
მისი შეფასებით, საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა ამ მიმართულებით „რესურსები არის ძალიან დიდი“.
„თავისუფლადაა შესაძლებელი, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს, მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში. ამისთვის უნდა დაისახოს კონკრეტული გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიას ვუხელმძღვაენელებ მე, მოადგილე იქნება ბატონი ალექსანდრე წულაძე და კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების და მეცნიერების საკითხებში. არცერთი დღე არ უნდა ჩავაგდოთ, 4 წლის თავზე სრულად უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, - აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ საუნივერსიტეტო რეფორმასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში ისაუბრა. სატელევიზიო ინტერვიუს დროს მან აქცენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა და თქვა, რომ „პროფესორების დიდი ნაწილი მთლიანად პოლიტიკური ნიშნით არის შერჩეული“.
„გვექნება თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურებოდეს ვიღაცის პოლიტიკურ ინტერესებს, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იქნება, ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი სწორედ მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე“, - ამბობდა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
იმავე ინტერვიუში კობახიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ რეფორმის მიმართ იქნება ისეთივე წინააღმდეგობა, როგორიც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონს შეხვდა.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ამოცანად დაასახელა ქვეყანაში „ორი განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერის“ შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახით. მისი თქმით, ამ უნივერსიტეტებს თანაბარი დატვირთვა ექნებათ განათლების მიწოდების თვალსაზრისით.
