მინერალური წყლის კომპანია „საირმის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. 35-მდე ადამიანი ხელფასის 25%-ით მომატებას, ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნას, ქარხნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას და კომპანიის დამფუძნებლებთან შეხვედრას ითხოვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
გაფიცვა 13 თებერვალს, დილის 9 საათიდან დაიწყო. პროფკავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ ამას წინ უძღოდა 21-დღიანი მედიაცია, რომელიც წარუმატებლად დასრულდა.
„შეთანხმება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, დაიწყო კანონიერი გაფიცვა, რაც გაგრძელდება მანამ, ვიდრე დასაქმებულთა შრომითი უფლებები და სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ამ მომენტისთვის გაფიცულია ყველა დასაქმებული და საწარმო გაჩერებულია. დამსაქმებელი ცდილობს ახლობლებით, ნათესავებით მოახდინოს გაფიცულთა ჩანაცვლება და საწარმოს ფუნქციონირება, თუმცა ამას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე საწარმო არ მუშაობს. ჩვენი და დასაქმებულების მიზანია ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქარხანა უფრო მეტად არ დააზიანონ. ამ საკითხზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ დამსაქმებელს“, - უთხრა გიორგი დიასამიძემ „საქართველოს ამბებს.
მისივე თქმით, გაფიცულები ხელფასის 30%-ით გაზრდას ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფო მედიატორის თხოვნით, 25%-იან ზრდას დასთანხმდნენ.
„დამსაქმებელმა შეიძლება თქვას, რომ ქარხნის თანამშრომლები 1200 ლარს იღებენ თვეში, თუმცა ეს ტყუილია. მაგალითად, იანვრის ბოლოს ამ ადამიანებმა 750 ლარი აიღეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქარხანა ჩერდება, რადგან ამორტიზებულია. გარდა ამისა, დარღვეულია შრომის უსაფრთხოების ზომები - მუშებს დენი არტყამთ, ყოფილა შემთხვევა, ადამიანს ხელიც მოუტეხია. საწარმოში ანტისანიტარიაა“, - აღნიშნავს დიასამიძე.
გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილე შაკო ქობალია ამბობს, რომ დამსაქმებელთან მედიაციის დროს სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: „იყო პოლიციის ცრუ გამოძახებებიც, როდესაც რამდენიმე თანამშრომელი ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. რა თქმა უნდა, მათ ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ ყოფნა არ დაუდასტურდათ“.
„საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორი რუსეთის მოქალაქე იანინა მაშკოვაა. კომპანიის წილების 92%-ს 1998 წელს დაბადებული, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქე იაკოვ გვიჩია ფლობს.
დანარჩენი 8% ასევე რუსეთის მოქალაქეების გია გვიჩიას და მისი მეუღლის, ხათუნა გვიჩიას საკუთრებაშია. გია გვიჩია „საირმე მინერალ ვოთერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა. ის სანქტ-პეტერბურგში მსხვილი ბიზნესმენია. არის ლენინგრადის ოლქში მოქმედი „ვიბორგ ტერმინალის“ პრეზიდენტი და კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი.
„კომპანია მედიაციის დაწყების შემდეგ აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ ვიყავით და მზად ვართ, განგვეხილა პროფკავშირების მიერ მოწოდებული მოთხოვნები. ჩვენი წინადადებაც შევთავაზეთ, თუმცა კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლევან კასრაძემ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ დირექტორის მოადგილემ.
„საირმე მინერალ ვოთერსი“ გაზირებულ მინერალურ წყალ „საირმეს“, ლიმონათ „თბილისურს“, არაგაზირებულ წყაროს წყალ „ნაკადულს“ და „საირმის ნაკადულებს“ აწარმოებს. კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ ერთ-ერთი წამყვანი, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურად უზრუნველყოფილი წყლის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციაც 17 ქვეყნის ბაზარზე გადის.