„წელს მაღალი დონის შემსრულებლების, არტისტების ბუმი იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზაფხულში დაგეგმილ კონცერტებთან დაკავშირებით. ირაკლი ღარიბაშვილმა არ დააკონკრეტა, სახელმიწფო ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯება დაანონსებულ ღონისძიებებზე, თუმცა თქვა, რომ ქვეყნამ შესაძლოა 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლის სახით მიიღოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„მინდა განმარტების სახით გითხრათ - საუბარი იყო, რომ თითქოს 70 მილიონი ლარი იხარჯება ამ კონცერტებში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ ჩვენ შემოსავლებს ველოდებით როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს. შეიძლება იყოს მინიმუმ 100 მილიონ ლარზე საუბარი, ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ზოგადად, პრესტიჟი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ძალიან კარგი სხვა სიახლეებიც ექნებათ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს მსმენელებს და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული სეზონი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენა“ მასშტაბურ კამპანიას სახელწოდებით „Starring Georgia“ იწყებს, რომლის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. ცნობილია რამდენიმე ღონისძიების გამართვის თარიღი და ადგილი: Nile Rodgers & Chic / 5 აგვისტო / „ბლექ სი არენა“; FKJ / 6 აგვისტო / „ბლექ სი არენა“; Damian Lazarus / 10 აგვისტო / „სოციალური სივრცე“; The Killers / 15 აგვისტო / „ბლექ სი არენა“; All Day I Dream / 18 აგვისტო / „სოციალური სივრცე“ (The Social Space); Imagine Dragons / 31 აგვისტო / მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
ღარიბაშვილმა მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები რამდენიმე თვის წინ დააანონსა. 2022 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, რომ ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობას აქვს გეგმა, რომ ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოიყვანოს: „ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ქვეყანაში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე, „ბლექ სი არენაზე“. ამ მიზნით, ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი თანხები“.
