ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ 4 დეკემბერს, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების ბინებში ჩხრეკა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
კუპატაძის განცხადებით, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 6 პირის პირადი და საცხოვრებელი სახლები გაიჩხრიკა, ხოლო მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა მოძრაობა „ჯიუტების“, პარტია „დროასა“ და პარტია „გირჩის“ ოფისებში, ასევე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ოფისში.
„სამართალდამცველებმა ოფისებიდან და დაკავებული პირების პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს: ჩაფხუტები, აირწინაღები, დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, ელექტროგადამცემი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ე. წ. მოლოტოვის კოქტეილები, საღებავები, სხვადასხვა სახის ხსნარები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
როგორც კუპატაძემ თქვა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია 7 პირი - 1990 წელს დაბადებული ი.ა., 1999 წელს დაბადებული თ.გ., 2005 წელს დაბადებული ი.მ., 2004 წელს დაბადებული გ.გ., 2005 წელს დაბადებული ზ.ც.. ამავე ბრალდებით არიან დაკავებული კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრები, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი - როგორც თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, „წარსულში ნასამართლევები: 1971 წელს დაბადებული ვ.კ. და 1974 წელს დაბადებული ვ.კ.“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული გამოძების ფარგლებში დაკავებულია 6 პირი.
„გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. ნებისმიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
კუპატაძეს არაფერი უთქვამს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.