„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადებიდან. ხუბუას დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების მინისტრ გიორგი ამილახვართან, ერთად შეხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით.
პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.
საქველმოქმედო მეგაპროექტის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის. საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ" უნივერსიტეტის განვითარებაში ფილანტროპიის სახით ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს“, - წერია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2019 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე იყო. უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორს, ანუ რექტორს, სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი ხუბუა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. 2006-2010 წლებში ხუბუა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობასაც იკავებდა. ის რექტორობიდან საკუთარი განცხადებით გადადგა, რასაც წინ უძღოდა თსუ-ს ბიბლიოთეკიდან ძვირფასი წიგნების დაკარგვასთან დაკავშირებული მოვლენები. გარდა ამისა, უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელი რექტორს ხელფასების არასამართლიან გადანაწილებაში ადანაშაულებდა.
სხვადასხვა პერიოდში გიორგი ხუბუა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის შვიდი მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.
