ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„ქალბატონმა მზიამ შეწყვიტა შიმშილობა და ახლა მიმდინარეობს კვების აღდგენის პროცესი. ამ პროცესში ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისოდ აღიარებული ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლით. მკურნალ ექიმთან ერთად ჩართულია ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი. მას ამ პროტოკოლის შესაბამისად მიეწოდება შესაბამისი კალორაჟის საკვები და პარალელურ რეჟიმში უტარდება ლაბორატორიული კვლევები.
ზოგადი მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი და კვების აღდგენის პროცესიც მიმდინარეობს ყოველგვარი გართულების გარეშე“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელი პატიმრობაში 12 იანვრიდან იმყოფება. ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მას ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აქვს წარდგენილი, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ჟურნალისტის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატები და იურიდიული ფირმა BLB-ის უფროსი პარტნიორი, თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი იცავენ. მათი შუამდგომლობა, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმების შესახებ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ განიხილეს. ადვოკატები ამბობენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა და პოლიტიკური რეპრესიის სახეს ატარებს.
მზია ამაღლობელი რუსთავის N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს. მან კვების აღდგენის გადაწყვეტილება 18 თებერვალს, შიმშილობის 38-ე დღეს, მიიღო.
