ქართველმა ძიუდოისტმა, 24 წლის ლაშა ბექაურმა (90 კგ) პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ბექაური ფინალში ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
ლაშა ბექაურმა მერვედფინალში ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით მოუგო, მეოთხედფინალში კი სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია. ნახევარფინალში ძიუდოისტი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს შეხვდა და დამატებით დროში გაიმარჯვა.
ლაშა ბექაურმა პირველად 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზა და ოქროს მედალი აიღო.
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას, ამ დორისთვის, ორი მედალი აქვს - ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
