ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე მან ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ლაშა ტალახაძე ატაცში 210 და 215 კილოგრამს გაუმკლავდა, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.
ვერცხლის მედალი სომხეთის წარმომადგენელ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე სომეხმა გორ მინასიანმა აიღო.
ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ზედიზედ სამჯერ მოიპვა. ის რიოს 2016 წლის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულიცაა.
ამ დროისთვის საქართველოს სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთ ბრინჯაოს მედალი აქვს. ოქროს მედლები საქართველოს ძიუდოისტმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა და თავისუფალისტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმაც მოუტანეს. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ძიუდოისტები ტატოგრიგალაშვილი და ილია სულამანიძე, ხოლო მოკრივე ლაშა გურულმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
