ლატვიამ პერსონა ნონ გრატად საქართველოს კიდევ 55 მოქალაქე გამოაცხადა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ პლატფორმა X-ზე დაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
„მივიღე გადაწყეტილება, საიმიგრაციო კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს დამატებით 55 მოქალაქე შევიყვანო არასასურველ პირთა სიაში. ამ პირებს ლატვიაში შესვლაზე შეზღუდვა განუსაზღვრელი ვადით დაუწესდათ“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბაიბა ბრაჟეს ეს გადაწყვეტილება წინ უსწრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრას. ხვალ, 15 ივლისს, ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრები „ქართული ოცნების“ მზარდ რეპრესიებზე საპასუხოდ შესაძლო ზომებს განიხილავენ.
2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქეს დაუწესეს სავიზო შეზღუდვა. სანქცირებულთა შორის არის „ქართული ოცნების“ ლიდერები, არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულ პირთა სია არც ამჯერად გამოაქვეყნა.
