„ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, როგორც კი მმართველი პარტია „აგენტების შესახებ“ რუსულ კანონს მიიღებს, „ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როგორც რუსული, ასევე ამერიკული კანონი არის ყველაზე მკაცრი და ვრცელდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე. ერთი ცენტის დაფინანსების შემთხვევაში შედის აუდიტი, დარღვევის შემთხვევაში არის ხუთწლიანი ციხე და ა.შ. ქართული კანონი არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ ეხება. ეხება მედიას, რადგან მედია ის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ ვთქვით, თუ 20%-ზე მეტით გაფინანსებენ, ამის დეკლარირება მოახდინე და თქვი, ვინ გაფინანსებს და რა მიზნით. ასევე, არასამთავრობო სექტორს ვუთხარით, თუ საერთაშორისო პარტნიორებისგან 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ, გააკეთონ დეკლარირება და გააგრძელონ. მორჩა! ეს არის განსხვავება! ეს მავნებლები ცდილობენ, დაფარონ, რას როგორ ხმარდება მათი ფინანსები. ამიტომაც არის, რომ საზოგადოება, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. არ დავუთმობთ.
როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულები, პატიოსნები ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას, ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს! ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ეკა გიგაური „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელობს, ნინო ლომჯარია კი ყოფილი სახალხო დამცველია.
„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. „რუსული კანონი“ უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
ევროკავშირმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, არ მიიღოს კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის მედიის და სამოქალაქო სექტორის თავისუფლებას და არსებობას.
რუსულ კანონთან დაკავშირებით ევროპარლამენტში ორი რეზოლუციის პროექტია რეგისტრირებული, რომლებსაც 25 აპრილს განიხილავენ. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, სანქციები დაუწესდეს საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატებს, ვინც რუსულ კანონს მხარს დაუჭერს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ამასთან, რეზოლუცია მოითხოვს საქართველოსთვის განკუთვნილი ყველა ფინანსური დახმარების გაცემის წინაპირობად დაწესდეს ამ კანონის სამართლებლივი მოწესრიგებიდან ამოღება.
