რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, საქართველოს მოქალაქე მამუკა მამულაშვილი და ლეგიონის 70-ზე მეტი წევრი დაუსწრებლად მისცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 4 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 5 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 6 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა მამუკა მამულაშვილის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დავალება ჯერ კიდევ აპრილში გასცა. უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქმე ეხებოდა „რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლების წინააღმდეგ ომის წესების დარღვევას“.
28 ივლისს ბასტრიკინმა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში საგამოძიებო შტაბის ოპერატიული სხდომაში მიიღო მონაწილეობა და გამოძიების შედეგებზე მოხსენება პირადად მოისმინა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს დაქირავებული მებრძოლების გადაბირებისა და საომარ მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად იქნა მიცემული საქართველოს მოქალაქე უშანგი მამულაშვილი, რომელიც მედიაში ცნობილია, როგორც მამუკა მამულაშვილი.
დადგენილია, რომ მუმულაშვილმა 2014 წელს შექმნა „ქართული ეროვნული ლეგიონი“ და ახორციელებდა საქართველოდან წევრების აყვანას ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების მთავრობების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. ამ დროისთვის ლეგიონიდან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
მამუკა მამულაშვილი საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან კოლაბორაციაში ადანაშაულებს.
„ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. ესენი არიან ბიჭები „ქართული ლეგიონის“ სხვადასხვა დანაყოფებიდან. ვისზეც ხელი მიუწვდებოდათ, ის ინფორმაციაა გადაცემული“, - განაცხადა მამულაშვილმა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებამ სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ლეგიონის ის წევრები, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული, რუსეთს გადასცეს.
„საქართველოს ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და ზედმეტია ლაპარაკი თავისი მოქალაქეების დაცვაზე, მითუმეტეს, იმ მოქალაქეების, რომლებიც ფაქტობრივად პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო მეტ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და საკუთარი მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს. მემგონი, ამაზეც არის გათვლილი ეს პროვოკაცია. ეს არის რუსეთის დაშინების პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ყველაზე დიდი საშუშროება მაინც საქართველოშია“, - ამბობს მამუკა მამულაშვილი.
საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებას არ გამოხმაურებია.