„ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადებათან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 3 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 7 ნოემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში გამოხატეს შეშფოთება საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო. მათი თქმით, სანამ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახები რეფორმების ძალისხმევას, განსაკუთრებით იმ ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება, ისინი ვერ შეძლებენ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას მხარი დაუჭირონ.
„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს და როგორ მოიცალა საქართველოსთვის, არ ვიცი. მას დაეშალა კოალიცია, უახლოეს მომავალში დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. მე მგონი, გერმანიის კანცლერს უფრო მეტად უნდა ეცალოს საკუთარი პრობლემებისთვის და არა საქართველოს თემებთან დაკავშირებით უნდა აკეთებდეს განცხადებებს“, - თქვა კობახიძემ.
შეკითხვაზე, გადაიხედება თუ არა „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი, რომელსაც მმართველი პარტია „გამჭვირვალობის კანონად“ მოიხსენიებს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, არ შეიძლება, არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო ქვეყანაში „გაუმჭვირვალობის და ბუნდოვანების ერთადერთი კუნძული იყოს“.
„ეს არის უბრალოდ გაუგებარი. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ „ენჯეოები“ უნდა დარჩნენ ერთადერთ ბუნდოვან სუბიექტებად ჩვენს ქვეყანაში, კი ბატონო, ვიმსჯელოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, რომელიც ვენეციის კომისიამ ასევე მიიჩნია ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებლად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის „ჯანსაღი კანონია“. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „არ შეიძლება, ევროპელი ლიდერები მოგვიწოდებდნენ ამას, რომ ქალი ქალი არ არის და კაცი კაცი არ არის“.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია „ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნული კანონების მიღებას უარყოფითად აფასებს.