დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საქართველოდან გამგზავრებამდე ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა. კლევერლიმ ყურადღება დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა და თქვა, რომ დღეს გამართულ სხვადასხვა შეხვედრაზე ეს საკითხიც იქნა განხილული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დიახ, ჩვენ განვიხილეთ მედიის თავისუფლება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის თავდაჯერებული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება, ისევე როგორც ფუნქციონირებადი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი. საჭიროა, რომ გქონდეთ კონკურენტული პოლიტიკური გარემო, ასევე თავისუფალი, სამართლიანი და ღია საზოგადოება. ამ საქმეში მედიის თავისუფლება გადამწყვეტია.
ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე არ გვისაუბრია, მაგრამ ხაზი გავუსვი, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ისევე როგორც გამჭვირვალე სასამართლო პროცესები უმნიშვნელოვანესია. დიდ ბრიტანეთს სურს, რომ საქართველო იყოს ძლიერი დემოკრატია, რათა მოხდეს უფრო სწრაფი ინტეგრაცია ევროპულ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან“, - განაცხადა კლევერლიმ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდა.
„კითხვა, რაც მან დასვა, იყო ის, თუ რით შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს დაეხმაროს საქართველოს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მე ვისაუბრე რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, იმაზე, რომ ქართველი ხალხის და ხელისუფლების რიტორიკა და მიზნები უკვე აბსოლუტურად აცდენილია. განსაკუთრებით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ხელისუფლების რიტორიკა ძალიან დაემსგავსა რუსულს“, - აღნიშნა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
„მედიის თავისუფლების საკითხები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა მათთვის, ჩვენი პარტნიორებისთვის. ვისაუბრეთ ძალიან დამძიმებულ მედიაგარემოზე, რუსულ კანონზე და საფრთხეებზე, რომელსაც ეს კანონი უქმნიდა კონკრეტულად მედიას. ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ასევე, იმ პირობებზე, რომელშიც მუშაობენ ჟურნალისტები, რომელშიც ხშირად ხდებიან ფიზიკური თუ სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლნი“, - განაცხადა ღია საზოგადოების ფონდის მედიაპროგრამის მენეჯერმა, ხატია ჯინჯიხაძემ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისს ეწვია. მისი თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიამ და მისმა გაგრძელებულმა ყოფნამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გახლიჩა ოჯახები, შეზღუდა წვდომა წინაპრების მიწასა და რელიგიურ წმინდა ადგილებზე.
კლევერლიმ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და გაერთიანებული სამეფო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტ მხარდაჭერას გააგრძელებს.