მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან, რომლის ოდენობაც 19 მილიონი ლარია, ადგილობრივი ხელისუფლების შენახვაზე 7 მილიონზე მეტია გათვალისწინებული. საკრებულოს თანამშრომლების ანაზღაურება და ხარჯები 1 453 000 ლარია, მერიის თანამშრომლების კი 4 916 230. გასულ წელთან შედარებით, მერიის თანამშრომლების შენახვის ხარჯები მილიონ ლარზე მეტითაა გაზრდილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტის ამჟამინდელი ვერსია, რომელიც საკრებულომ 28 დეკემბერს დაამტკიცა, მხოლოდ 3 870 000 ლარს ითვალისწინებს, რაც 2021 წლის დაფინანსებაზე დაახლოებით 5-ჯერ ნაკლებია, 2022 წლისაზე კი 1.6-ჯერ.
გზებისა და ხიდების მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში წელს მხოლოდ 250 ათასი ლარია. 700 ათასი ლარიდან ნახევარ მილიონამდეა შემცირებული კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცის დაფინანსებაც. შემცირებულია წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხაც, მესტიის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის დაფინანსება კი გასულ წელთან შედარებით თითქმის განახევრდა და წელს მხოლოდ 1 200 000 იქნება, თუმცა 300 ათასი ლარით გაიზარდა „მესტიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დაფინანსება.
2023 წლის ბიუჯეტი 500 ათასი ლარით ითვალისწინებს ახალდაფუძნებული ააიპ „ახალგაზრდული თვითმმართველობის“ დაფინანსებას. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ორგანიზაცია 2022 წლის 16 ნოემბერს არის რეგისტრირებული, ანუ 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე თვენახევრით ადრე. ეს ორგანიზაცია 2022 წლის ბიუჯეტიდანაც დაუფინანსებიათ 50 ათასი ლარით. ააიპ „მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის“ დირექტორი ირაკლი მიქიანია, საბჭოს წევრები კი არიან: ლევანი ქობალია, ანა ჩართოლანი, ნინო უშხვანი, ეკატერინე ფალიანი, მარიამ გვარლიანი, თეონა გოშთელიანი და ლაშა ჯაფარიძე. წესდების თანახმად, ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და მერი არის ააიპ-ის უშუალო ზედამხედველი. ააიპ-ის მიზნებს შორის არის მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრ ახალგაზრდებში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრინციპებისა და ღირებულებების გაძლიერება; ახალგაზრდებში ნარკომანიის და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა; ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდების ჩამოყალიბების მხარდაჭერა და ა.შ.
2021 და 2022 წლებთან შედარებით, გასამმაგდა ააიპ „სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლანდ“-ის დაფინანსება და მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან 450 ათას ლარს მიიღებს. ამ ორგანიზაციის დირექტორი მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ძმა, დავით ჟორჟოლიანია.
მესტიის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსება 1 425 300 ლარია, გასულ წელს 831 300 ლარი იყო. აქედან, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად წელს 100 ათასი ლარია გათვალისწინებული, შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრის თანადაფინანსებისთვის 103 ათასი ლარი, უსახლკარო პირების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის მხოლოდ 55 ათასი ლარი.