ალქსეი ნავალნის დედამ, ლუდმილა ნავალნაიამ განაცხადა, რომ აშანტაჟებენ და პირობებს უყენებენ, სად, როდის და როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკოსის დაკრძალვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 რატომ უნდა შეეჩერებინა საკონსტიტუციოს რუსული კანონის მოქმედება - 2 მოსამართლის განსხვავებული აზრი
- 3 სად გაიხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ
- 4 სასამართლომ „ოცნების“ კლიპის არგაშვების გამო „მთავარი“, „პირველი“ და „ფორმულა“ დააჯარიმა
- 5 გახარიამ ჩორჩანაში საგუშაგო დადგა, მიზანი შეიარაღებული დაპირისპირების გამოწვევა იყო - მდინარაძე
- 6 „ქართული ოცნების“ სარეკლამო კლიპის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
„ახლახანს გამოვედი ქალაქ სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან. თითქმის ერთი დღე გავატარე იქ მარტომ, გამომძიებლებთან და კრიმინალისტებთან ერთად. ადვოკატი მხოლოდ დღეს შუადღისას შემოუშვეს.
გუშინ საღამოს მალულად წამიყვანეს მორგში, სადაც ალექსეი მაჩვენეს. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ იციან გარდაცვალების მიზეზი. მზად აქვთ ყველა სამედიცინო და იურიდიული დოკუმენტი, რაც მე ვნახე, გარდაცვალების ცნობას კი ხელი მოვაწერე. კანონის მიხედვით, ალექსეის ცხედარი მაშინვე უნდა გადმოეცათ, მაგრამ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ. სამაგიეროდ, მაშანტაჟებენ, პირობებს მიყენებენ – სად, როდის და როგორ უნდა დაიკრძალოს ალექსეი. ეს უკანონობაა.
ჩემი თანდასწრებით იღებენ ბრძანებებს კრემლიდან ან საგამოძიებო კომიტეტისცენტრალური აპარატიდან. მათ უნდათ, რომ ეს ფარულად, გამომშვიდობების გარეშე მოხდეს. უნდათ, სასაფლაოს განაპირას ახალ საფლავზე მიმიყვანონ და თქვან: „აი, აქ წევს თქვენი შვილი“.
არ ვარ თანახმა. მინდა, რომ ვისთვისაც ალექსეი ძვირფასია, ვისთვისაც მისი სიკვდილი პირადი ტრაგედია იყო, ჰქონდეს მასთან დამშვიდობების საშუალება.
ამ ვიდეოს ვწერ, რადგან მუქარა დაიწყეს: თვალებში მიყურებენ და მეუბნებიან, თუ საიდუმლოდ დაკრძალვას არ დავთანხმდები, ჩემი შვილის ცხედარს რაღაცას უზამენ. გამომძიებელმა ვოროპაევმა ღიად მითხრა: „დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, გვამი იხრწნება“. განსაკუთრებული პირობები არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდეს. მოვითხოვ ჩემი შვილის ცხედარი სასწრაფოდ მომცენ“, - ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ლუდმილა ნავალნაია.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, ცხედარი ნათესავებს გარდაცვალების მიზეზის დადგენის მომენტიდან ორი დღის ვადაში უნდა გადაეცეს.
16 თებერვალს, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ N3 გამოსასწორებელ კოლონიაში, გასეირნების შემდეგ, ალექსეი ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა. „ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს. გარდაცვალების მიზეზები დგინდება“, - აცხადებდა უწყება. პროპაგანდისტული არხის Russia Today-ს წყარომ გარდაცვალების მიზეზად თრომბი დაასახელა.
17 თებერვალს, დილით, ლუდმილა ნავალნაია ხარპის კოლონიაში ჩავიდა. იქ მას უთხრეს, რომ მისი შვილი „უეცარი სიკვდილის სინდრომით“ გარდაიცვალა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 47 წლის იყო. ის სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონია „პოლარულ მგელში“ იხდიდა, რომელიც ხარპის დასახლებაში, იამალის ნახევარკუნძულზე, ციმბირში მდებარეობს.