მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ეროვნული ბანკის საბჭომ მიხეილ ყაველაშვილისთვის ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

თურნავა 2023 წლის ივნისიდან დღემდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. ის 2022 წლის ივნისიდან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.

სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელმაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

გასულ წელს გამოცემა Global Finance-მა ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. 2024 წლის რეიტინგში D ქულა მხოლოდ თურნავას ჰქონდა. შედარებისთვის, მისი წინამორბედი, კობა გვენეტაძე 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, ზედიზედ ხუთჯერ დასახელდა ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის.

Global Finance-ი ნათია თურნავას შესახებ წერდა, რომ 2023 წლის ივნისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა „უაღრესად პოლიტიკურ“ გადაწყვეტილებად შეფასდა. გამოცემა აღნიშნავდა, რომ კითხვები გააჩინა იმავე წლის სექტემბერში თურნავას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როდესაც „მან ვერ აღასრულა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე - რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან - დაწესებული საერთაშორისო სანქციები და განაცხადა, რომ ქართველი ფიზიკური პირის ქონების გაყინვა ქვეყნის შიგნით მხოლოდ ქართულმა სასამართლომ შეიძლება განახორციელოს“. Global Finance-ის თანახმად, ნათია თურნავას არაფერი გაუკეთებია მისი ქცევის შესახებ შეშფოთების გასაფანტად და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მისმა სიახლოვემ შეარყია ნდობა.

ნათია თურნავას 2019-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მანამდე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2013-2018 წლებში ის „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2005-2006 წლებში, თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილედ მუშაობდა. 2005 წელს იყო პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.