გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას საქმიანობა ევროპის ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა. 2024 წლის რეიტინგში D ქულა მხოლოდ თურნავას აქვს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 2 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
- 6 საია: დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა
Global Finance-ი ნათია თურნავას შესახებ წერს, რომ 2023 წლის ივნისში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა „უაღრესად პოლიტიკურ“ გადაწყვეტილებად შეფასდა, თუმცა „ეს მისი ყველაზე მცირე პრობლემაა, რადგან ის და სებ-ი საქართველოს სულ უფრო მწვავე პოლიტიკურ უთანხოებაში ჩაერთნენ“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კითხვები გააჩნინა 2023 წლის სექტემბერში თურნავას მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, როდესაც „მან ვერ აღასრულა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე - რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან - დაწესებული საერთაშორისო სანქციები და განაცხადა, რომ ქართველი ფიზიკური პირის ქონების გაყინვა ქვეყნის შიგნით მხოლოდ ქართულმა სასამართლომ შეიძლება განახორციელოს“.
Global Finance-ი წერს, რომ მაისში თურნავა იძულებული გახდა დაეხარჯა უცხოური ვალუტა ლარის მხარდასაჭერად.
„ეს მოხდა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ ანტისამთავრობო დემონსტრაციების პიკში. Fitch Ratings-ის მიხედვით, საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში არსებული 5.4 მილიარდი დოლარიდან ამ წლის ივნისში 4.6 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ეს კლება თურნავას მმართველობის დაწყებიდან მალევე დაიწყო.
მას არაფერი გაუკეთებია გასული წლის სექტემბერში მისი ქცევის შესახებ შეშფოთების გასაფანტად და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მისმა სიახლოვემ შეარყია ნდობა“, - წერს Global Finance-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ივნისში Fitch Ratings-მა გააკეთა გაფრთხილება, რომ „ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება შეარყიოს ნდობა მისი პოლიტიკის მიმართ, რაც პოტენციურად შეასუსტებს საქართველოს მცირე, ღია და ამავე დროს, მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკის უნარს ეფექტიანად გაუმკლავდეს გარე შოკებს“.
Global Finance-მა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო. 2018-2022 წლებში, ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ზედიზედ ხუთჯერ დასახელდა ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)