მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კორონავირუსი დაუდასტურდა. სააკაშვილის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა, რაც კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაადასტურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ! დღესაც გონება დაკარგა!“ - წერს ადვოკატი.

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, კლინიკის თანამშრომლებში კორონავირუსი არავის დადასტურებია.

2022 წლის მაისიდან მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“.

ცენტრ „ემპათიის“ და საერთაშორისო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დასკვნით, დაპატიმრების წინ სააკაშვილი პრაქტიკულად ჯანმრთელი იყო, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების შეფასებით, დიაგნოსტიკა-მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ-ის ან/და ევროკავშირის მულტიპროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, 7 დეკემბერს, ახალი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმაც. დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ფასდება როგორც მძიმე.

ადვოკატებმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან მისი მოხდის გადავადების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-ელ დეკემბერს მიმართეს. საქმეს სასამართლო თითქმის ორი თვეა განიხილავს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).