აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, არამედ მასზე გავლენის მქონე გარკვეულმა ძალებმა მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, რომელიც იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა“, - აღნიშნა მილერმა.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო, ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების ორ წარმომადგენელს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ფინანსური სანქციები შეეხოთ მშვიდობიან დემონსტრაციებზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძესაც.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში. სანქცირებულთა სახელები და გვარები არ სახელდება, თუმცა, დეპარტამენტის განცხადებით, მათ შორის არიან მთავრობის და მუნიციპალური დონის მაღალჩინოსნები, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, ბიზნესის ხელმძღვანელები და პირები, რომლებიც ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ახალი სანქციების დაწესება „ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენაა“. მისივე თქმით, დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„მე არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე“, - თქვა კობახიძემ.
მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა და უთხრა, რომ სანქციების დაწესებით „ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს“.
