შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 დეკემბერს, თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულმა 35 წლის გ.ს-მ, რომელსაც სამართალდამცავებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნათესავის სახლში მიაკვლიეს, დაკავებისას თავი მოიკლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში 2022 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება თბილისში ამავე დღეს მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებულმა გ.ს.-მ თანმხლები პირის - 1989 წელს დაბადებულ გ.გ.-ს თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში დაჭრა 1983 წელს დაბადებული ლ.ა., რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მუცლის არეში დაჭრა 1966 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენისთანავე, ორივე პირი შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ადგილსამყოფელის ირგვლივ ინფორმაციის მოპოვების მიზნით სხვადასხვა მისამართებთან ერთად გამოცხადდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გ.ს.-ის ნათესავის სახლში, სადაც მათ ადგილზე დახვდათ გ.ს“.
პოლიციელების დანახვისთანავე, გ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, ჯერ პოლიციის თანამშრომლებს მიუშვირა, ხოლო შემდეგ თავზე მიიდო და გაისროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ ამავე სახლში მყოფი გ.გ. და პოლიციის თანამშრომლები“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მომხდარ გ.ს. თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.
