ჰელსინკის კომისია ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავასთვის საბანკო ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას ეხმაურება და მომხდარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე მათ დამსაქმებელ ამერიკულ ორგანიზაცია „ატლანტიკურ საბჭოზე“ თავდასხმად აფასებს. კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონი აღნიშნავს, რომ „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარები რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად დაუღალავად შრომობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
„საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. მთავრობამ მკვლევარებს ელექტრონული აღჭურვილობა ჩამოართვა, მათ შორის, ქალბატონი გელავას შვილის კომპიუტერი.
დღეს შევიტყე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ქალბატონი ბუზიაშვილისა და ქალბატონი გელავას საბანკო ანგარიშები გაყინა. მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს პირდაპირი თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასევე, მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ორგანიზაციაზე, რომელიც მათი დამსაქმებელია.
თუ ეს მომავალი მოვლენების მანიშნებელია, მაშინ, ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ შესაძლებლობა უნდა მისცეს მკვლევარებს, გააკეთონ თავიანთი საქმე შიშის გარეშე. ჩვენი „მეგობარი აქტი“ საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს დასჯის“, - განაცხადა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ.
გუშინ, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკში“ საკუთარ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ, რისთვისაც, მათი ადვოკატების განცხადებით, სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამას წინ უსწრებდა 24 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მკვლევარების საცხოვრებელ ბინებში ჩატარებული ჩხრეკა.
