ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 75 წლის ასაკში, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს, საგარეჯოში დაიბადა. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ის ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი - 1972 წელს მიუნხენში და 1976 წელს მონრეალში. იყო მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - ოთხჯერ თავისუფალ ჭიდაობაში (1971, 1973, 1974 და 1975 წლები), ერთხელ კი სამბოში (1973 წელი).
თედიაშვილი ასევე იყო მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1978 წელი), მსოფლიოს თასის მფლობელი (1973 წელი), ევროპის სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978 წლები), სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი (1971 წელი), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1974 წლები). 1973 წელს დასახელდა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად. იყო საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი.
2003 წელს ლევან თედიაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის და ღირსების ორდენების კავალერი.
2005 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ლევან თედიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანა.
ლევან თედიაშვილმა მთავარი როლები ითამაშა 1987 წელს გადაღებულ, რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“ და 2021 წელს, ლევან კოღუაშვილის მიერ გადაღებულ ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“.
