NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის პოლიტიკური პარტიებით იმედგაცრუება გრძელდება. 62%-მა განაცხადა, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ ემსახურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
18-34 წლის ადამიანების მხოლოდ 13% ამბობს, რომ „ქართული ოცნებაა“ ის პარტია, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთად ახალგაზრდების 2% ასახელებს. „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი 55+ ასაკობრივ ჯგუფში ჰყავს.
მთავრობის საქმიანობას დადებითად გამოკითხული ადამიანების 54% აფასებს, 38% უარყოფითად, 6% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 2%-მა პასუხზე უარი თქვა.
NDI აღნიშნავს, რომ 2023 წლის მარტთან შედარებით, ოქტომბერში მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 11% არის გაზრდილი. დადებითმა შეფასებამ ყველაზე მეტად სოფლებში, ახალგაზრდებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩეველში მოიმატა.
მოსახლეობის მხოლოდ 33% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 25%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 37% კი მიიჩნევს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად თბილისის მცხოვრებლები, ოპოზიციის მხარდამჭერები და ქალები არიან განწყობილნი.
NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ კვლევა 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2 068 ადამიანმა.საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2,2%. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
