მოსკოვში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე 40 ადამიანი მოკლულია, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 რუსეთის დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობის გაღრმავების“ კანონი დაამტკიცა
სროლა კონცერტის დაწყებამდე რამდენი წუთით ადრე დაიწყო. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომატური იარაღიდან ცეცხლი თავდაპირველად დარბაზის შესასვლელში, ადამიანების რიგში გახსნეს, რის შემდეგაც სროლა დარბაზში გაგრძელდა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმა სავარაუდოდ შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა განახორციელა. სროლის შემდეგ შენობაში სავარაუდოდ ყუმბარა ან ცეცხლგამჩენი ბომბი ისროლეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
„სიკვდილი სიკვდილის წილ“, - ასე გამოეხმაურა მომხდარს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი. მისი თქმით, ყველა დამნაშავე უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს როგორც ტერორისტი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს მომხდართან არანაირი კავშირი არ აქვს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ანდრეი იუსოვისის განცხადებით, „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი სროლა პუტინის რეჟიმის ის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომლის შესახებაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოითქვა გაფრთხილება.
„სიბერეში შესულმა რუსმა დიქტატორმა პუტინმა თავისი თავის განმეორება დაიწყო. მან პოლიტიკური კარიერა ასეთი დანაშაულებით დაიწყო და ცდილობს, ამითვე დაასრულოს“, - თქვა ანდრეი იუსოვმა.
7 მარტს, შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლითაც საელჩომ მოსკოვში მყოფ ამერიკელებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა. განცხადების თანახმად, „ექსტრემისტები“ გეგმავენ მოსკოვში მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის კონცერტების დროს თავდასხმების ორგანიზებას.
