არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის კითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე უპასუხა. როგორც მან გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, კითხვები ეხებოდა მის Facebook პოსტებსაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
„პროკურატურის წარმომადგენლებს, სავარაუდოდ, ან არ ჰქონდათ კარგად წაკითხული ორგანიზაციისწესდება ან აინტერესებდათ, მე რამდენად კარგად ვიცოდი იმ ორგანიზაციის წესდება, რომლის გამგეობისთავმჯდომარეც ვარ. ვფიქრობ, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარე.
მათ ჰქონდათ შეკითხვები ჩემს ზოგიერთ Facebook პოსტთან დაკავშირებით. ამაყი ვარ, რომ ეს პოსტებიმიწერია და მომავალშიც მსგავსს, ალბათ, ბევრს დავწერ. საუბარი ძირითადად იყო, მაგალითად, იმაზე, რომ აქციები რომელიც ქუჩაში იმართებოდა ნოემბერსა და დეკემბერში, რატომ მიმაჩნია, რომ იყო კარგიდა მნიშვნელოვანი.
იყო საკითხი დასმული, ვინ იყო 2024 წლის პროტესტის ორგანიზატორიო. მე დავუსახელეორგანიზატორი - ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარი 28 ნოემბრის განცხადებით, ფაქტობრივად მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლაუზრუნველყო საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად. იმედია, ბატონ ირაკლის ჰკითხავენ, რატომ გააკეთა ეს, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ რატომ იმოქმედა და მოქმედებს „ქართულიოცნების“ ხელისუფლება.
ასევე ზოგიერთი კითხვა იყო დაკავშირებული შესყიდვების დოკუმენტებთან. რაზეც მქონდა ინფორმაცია, გავუზიარე, თუმცა არ ყოფილა არცერთი დოკუმენტი, რომელშიც რაიმე უკანონო საგანი არის შესყიდული“, -განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას თქმით, იყო ორი Facebook პოსტი, რომელთაგან ერთი პიროტექტიკას, ხოლო მეორე წინააღმდეგობას ეხებოდა.
„გვქონდა შეკითხვები, რატომ ხდებოდა, რომ გარკვეული პოსტებით, ფინანსური წახალისებით, ჯარიმების გადახდით, ასევე, მოწოდებებით, პიროტექნიკით მომარაგებით ადგილი ჰქონდა სამართალდამრღვევ პირთა წახალისებას და რაიმე მონაწილეობა ჰქონდა თუ არა მიღებული აქციის ორგანიზებაში, ან დაფინანსების წყაროების მოძიებაში თავად ამ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. მოწმის ჩვენებით, მსგავს ქმედებებში მას მონაწილეობა არ მიუღია და რაიმე შემხებლობაში აქციის ორგანიზებასთან არ ყოფილა“, - აღნიშნა ჩაჩავამ.
„დემოკრატიის მცველები“ ერთ-ერთია იმ 12 არასამთავრობო ორგანიზაციასა და ფონდს შორის, რომლებიც პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში დააყადაღა.
27 აგვისტოს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო შემდეგ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას:
- „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“
- „სამართლიან არჩევნებს“
- „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“
- „დემოკრატიის მცველებს“
- „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას“
- „საფარს“
- „სოციალური სამართლიანობის ცენტრს“
პროკურატურა მათ 2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა შეძენის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები დაყადაღებულია. შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით, საუბარია აირწინაღებზე, პირბადეებზე, დამცავ სათვალეებზე, ბინტზე, სადეზინფექციო ხსნარზე, 35 ცალ წიწაკის სპრეიზე, 12 ცალ წყალგაუმტარ ქურთუკზე და ა.შ. მაგალითად, „დემოკრატიის მცველებს“ 101 ცალი რესპირატორი და 12 ცალი აირწინაღი აქვს შეძენილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დამცავი საშუალებები საკუთარი თანამშრომლებისთვის შეიძინეს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ ან ადოკუმენტირებდნენ უფლებადარღვევის ფაქტებს. „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა“, რომლის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება მედიის მხარდაჭერაა, პირბადეები და ჩაფხუტები ჟურნალისტებს გადასცა.
ორგანიზაციების განცხადებით, მათი ანგარიშების დაყადაღება „ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება“.
პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც.
