მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთს დაასუბსიდირებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18, 22 და 26 ივნისს, „ევრო 2024“-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ, 3000-მდე ქომაგი საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური ჩარტერული ფრენებით ისარგებლებს და ავიაბილეთის ყიდვას სუბსიდირებული ფასით შეძლებს. ცალმხრივი ავიაბილეთის ფასი 195 ევრო იქნება. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთი 390 ევრო ეღირება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლოს დაიწყება. ბილეთის შეძენას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.

„18, 22, 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისათვის მნიშვნელოვანია მგზავრობის გაიაფება და გამარტივება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ზომები. ხდება ჩარტერული რეისების დანიშვნა სუბსიდირებით, ასევე, ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. მატჩების თარიღებზე იქნება ეს ფრენები მორგებული.

პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში - დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში. მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3000 გულშემატკივარს. დაახლოებით 2000 გულშემატკივრისთვის იქნება უზრუნველყოფილი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

ერთ გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო. გულშემატკივარს საშუალება ექნება, თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, შეუძლია დაესწროს 1, 2 ან 3 მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე. საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, რომელთაც აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები. ავიაბილეთების შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ჩარტერული რეისები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან Georgian Wings-თან (თბილისი), Georgian Airways-თან (თბილისი), Wizz Air-თან (ქუთაისი) და კომპანია გასა-სთან (თბილისი) თანამშრომლობით შესრულდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).