შოვში 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს, თითოეულ გარდაცვლილზე, ერთჯერადად, 20 ათას ლარს გადასცემენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე ოცი ათასი ლარის ოდენობით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 32 ადამიანის ცხედარი, 1 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან. ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
დღესვე, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ გურიაში, ყველა იმ მოქალაქის განსახლება მოხდება, ვისაც სახლი დაენგრა ან საცხოვრებლად გამოუსადეგარია: „უკლებლად ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი ან ჩვენ შევუძენთ ან ავაშენებთ ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“, - თქვა პრემიერმა.
8 სექტემბერს განვითარებული სტიქიური პროცესების გამო გურიაში განსახლებას 306 ოჯახი ექვემდებარება. გეოლოგების მიერ დღეისათვის 643 სახლია შემოწმებული. სტიქიამ გურიაში 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვი.