მთავრობამ იუსტიციის სახლისთვის ფართი „ოცნების“ შემწირველისგან წლიურად 704 880 ლარად იქირავა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ იუსტიციის ახალი სახლის ფართი ბათუმში „ქართული ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენისა და საპარლამენტო სიის წევრის, გიორგი ჭყონიას კომპანიისგან იქირავა. შპს „ბათუმი ცენტრალი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 704 880 ლარს მიიღებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბათუმში მეორე იუსტიციის სახლი ივლისში გაიხსნა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობამ გიორგი ჭყონიასგან სულ 445 კვადრატული მეტრის ფართი იქირავა და ერთ კვადრატულ მეტრზე 132 ლარს უხდის.  იჯარის ხელშეკრულება სამწლიანია და გიორგი ჭყონიას კომპანია ამ პერიოდში 2 114 640 ლარს მიიღებს.

გიორგი ჭყონია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრად 15 აგვისტოს წარადგინა. საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიზნესმენი ქობულეთში მმართველი პარტიის დელეგატი იქნება.

„ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ეს, მათ შორის, გამოიხატება შემოწირულებებით. რაც შეეხება კონკრეტული ფართის ქირაობას, გია ჭყონია არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ასეთი გარიგება დაიდოს და შემოწირულებებთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა დღეს კობახიძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა 2013 წლიდან დღემდე „ქართულ ოცნებას“ და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 1 500 000 ლარზე მეტი შეწირეს, მათ შორის 135 000 ლარი - მიმდინარე წლის ივლისში. ჭყონიას კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებიდან 350 მილიონ ლარამდე აქვთ მიღებული, მათ შორის 15 მილიონი - ბოლო 9 თვეში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.