მთავრობის მოქმედებებმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვია - ნედ პრაისი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა, დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ქვეყანაში უკუსვლა გამოიწვია. ნედ პრაისს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა აზრისაა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, თითქოს აშშ საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი შემაშფოთებელი განცხადების გამო, რომელიც, როგორც მოვისმინეთ, მომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და ქართული საზოგადოების ზოგიერთი კუთხიდან. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგ მოქმედებასთან დაკავშირებით.

მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეფერხებამ ან დაგვიანებამ, გამოიწვია უკუსვლა. მათ შექმნეს უკანდახევა საქართველოს ხალხის აშკარა, აბსოლუტური მისწრაფებების მიმართ ევროკავშირში გაწევრიანებისა და ევროკავშირის უფრო ფართო ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ.

ამ ქმედებებმა, რომლებმაც შეგვაშფოთა, გამოიწვია პოლარიზაციის გაღრმავება ქართულ საზოგადოებაში და არა ქვეყნის გაერთიანება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი საკითხების გარშემო. შეიქმნა პოლარიზაციის დონე, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ არ მოქმედებს. ის არ შეესაბამება საქართველოს უფრო ფართო პოლიტიკურ მისწრაფებებს.

ამის თქმის პარალელურად, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოსთან ერთად მუშაობა რეფორმების განსახორციელებლად მისი ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გამოავლინოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებით“, - განაცხადა ნედ პრაისმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში არსებული ვითარება ძირს უთხრის აშშ-ს ინტერესებს რეგიონში, პრაისმა აღნიშნა“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, რიტორიკის ნაწილი, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებს, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის არჩეულ გზას. გვსურს, ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე. მზად ვართ, ვიყოთ ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების, საქართველოს მთავრობის პარტნიორი, როდესაც ისინი ამას ცდილობენ“.

აშშ-ს და ელჩ კელი დეგნანის საწინააღმდეგო განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული დეპუტატები - სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე და გურამ მაჭარაშვილი აკეთებენ. მათი თქმით,  აშშ-ის საელჩო „ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება“ და „ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს მხოლოდ სექტემბრის დასაწყისში გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, გაღრმავება და მისი გადაჭარბება ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის“.

ოქტომბერში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია: „ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).