პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ სერგო ორჯონიკიძეს შეადარა „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც რუსული კანონის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი. კენჭისყრამდე გაკეთებული ამ განცხადების გამო ნაკაიძეს უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„მოგმართავთ ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, საბოლოოდ ნუ გაყიდით საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს. რუსული კანონის მიღებით ნუ გაანადგურებთ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრების ღვაწლს, რომლებმაც ყველაზე სანუკვარი სიცოცხლეც გასწირეს, რათა საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის წევრი ყოფილიყო.
თუ დღეს ქვეყნის საბოლოოდ განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძეთა გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
ნაკაიძეს გამოსვლა დასრულებული არ ჰქონდა, როდესაც მასთან „ქართული ოცნების“ წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჭრა და მიმართა: „მე ვარ, ბიჭო? გეკითხები, ვინ არის თქო, ბიჭო. მიპასუხე, ვინ არის ორჯონიკიძე“.
ორჯონიკიძესთან შედარებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდათ „ქართული ოცნების“ სხვა წევრებსაც. მათ ნაკაიძე წრეში მიაქციეს, შეაგინეს და „მათხოვარი“ უწოდეს. „ზედმეტი არ მოგივიდეს შენ“, - ისმოდა მუქარაც. „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ ტარიელ ნაკაიძეს ფურცლები ესროლა.
მრავალათასიანი, უწყვეტი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, დღეს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი 84 ხმით, 30-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები კანონის მესამე, საბოლოო მოსმენით მიღებას შეხვდნენ შეძახილებით - „მონებო“ და „რუსებო“.
პარლამენტთან მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ასობით თანამშრომელი.
