რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია წინასაარჩევნოდ შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 3 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 4 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
- 5 სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი გაათავისუფლეს – პაპასქუა საგარეო უწყებას ტოვებს
- 6 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
მალაშხიას თქმით, ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მასში დაინახა შესაძლებლობა, იბრძოლოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებებისათვის.
„ცვლილებებისთვის, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში უიმედობას, სიღარიბეს, კორუფციას, ირაციონალურ შიშებს; ცვლილებები, რომელიც ამ ქვეყანაში დაასრულებს ზიზღსა და სიძულვილს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ იარაღად აქცია და დააკანონა კიდეც; ცვლილებები, რომელიც დაასრულებს ამ ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას, ავტორიტარიზმს და ბელადომანიას; ცვლილებები, რომელიც გაათავისუფლებს სახელმწიფო ინსტიტუციებს, საჯარო სამსახურებს პარტიული გავლენებისაგან; ცვლილებები, რომელიც მოიტანს იმედს, ბედნიერების განცდას, უსაფრთხოებას, კეთილდღეობას; ცვლილებები, რომელიც მოიტანს დაბალანსებულ, მრავალპარტიულ, კოალიციურ მმართველებას; ცვლილებები, რომელიც განხორციელდება „ქართული ქარტიის“ ფარგლებში; ცვლილებები, რომელიც დაგვიბრუნებს მეგობრებსა და პარტნიორებს.
მე ერთხელ მითხრეს, რომ შენ გააკეთე შენი მაქსიმუმი, მაგრამ ქალი ევროკავშირის დროშით გადმოვიდა ფოტოდან და აგრძელებს ბრძოლას სამშობლოსთვის. ცვლილებების დროა, გამარჯვების დროა“, - თქვა ნანა მალაშხიამ კოალიციის საარჩევნო ღონისძიებაზე.
47 წლის ნანა მალაშხია ე.წ. „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების სიმბოლოდ იქცა. 2023 წლის მარტში, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს, ის წყლის ჭავლის პირისპირ ევროკავშირის დროშით იდგა. მოგვიანებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისთვის.
ნანა მალაშხიას გარდა კოალიციას „ცვლილებებისთვის“ შეუერთდა ბიზნესმენი ივა ჭყონიაც, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.
