კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, 6 ოქტომბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ამომრჩეველთან მათი წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს. კოალიციის ჯანდაცვის მიმართულების მდივნის, ლევან მეტრეველის თქმით, მას ორი ადამიანი დაესხა თავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„შეხვედრის ჩაშლა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს. მე ვიყავი ბოლო გამომსვლელი. შეხვედრა რომ დავამთავრეთ, იქ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. ახლოს მივედი და თავს დამესხა ორი საკმაოდ ღონიერი ადამიანი. აღნაგობით ვვარაუდობ, რომ ყოფილი მოჭიდავეები იყვნენ. იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და სამი ძლიერი დარტყმა მომაყენეს“, - განაცხადა მეტრეველმა ინციდენტის შემდეგ.
ლევან მეტრეველი გამოკვლევების ჩასატარებლად კლინიკაში იმყოფებოდა. „როგორც ექიმს, შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის ყველა სიმპტომი ადგილზეა, მაქვს სერიოზული ჰემატომა. რაც შეეხება ქალა ძვლების მოტეხილობას ჯერ არ ვიცი, კომპიუტერული ტომოგრაფია გადაღებულია და ველოდები პასუხს“,- უთხრა მან ჟურნალისტებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი მომხდარს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.
„ის ამბობდა, რომ ქუჩებში იქნებოდა ძალადობა, წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო პერიოდი ვერ ექნებოდა, პირველ რიგში, „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენს წინასაარჩევნო აქტიურობას უცხადებენ პროტესტს, გვიგზავნიან ტიტუშკებს, ცდილობენ, ჩვენი შეხვედრები ჩაშალონ“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
„საქართველოს ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ელოდება პასუხს, დაიწყო თუ არა გამოძიება კარდენახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
