საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის წევრებს ხალხთან დალაპარაკება მოუწევთ და გასაკვირი არ იქნება, თუ მოქალაქეები მათ „პასუხს მოსთხოვენ“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ კახელები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ღვინის შეგინებისთვის?
განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის?
დაბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციამ დაინახა, რომ „ხალხი ხელისუფლების წინდახედულ პოლიტიკას“ უჭერს მხარს:
„სწორედ ამიტომ არის, რომ ახლა ყველა ვინც ომში მიგვაქანებდა მშვიდობაზე ალაპარაკდა, ყველა ვინც ქართველ გლეხებს და მეწარმეებს გაკოტრების გზაზე დაყენებას უპირებდა, დღეს რუსეთთან ვაჭრობაზე ალაპარაკდა… თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით და ხალხს ამოსუნთქვის და განვითარების შესაძლებლობა მივეცით“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები ოპოზიციის წევრებმა დეზინფორმაციად და დაპირისპირებისკენ მოწოდებად შეაფასეს.
