რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და ჩატარდა რიგით მეოცე სხდომა, რომელიც 24 მარტს კვორუმის არ არსებობის გამო გადაიდო. ოპოზიციური პარტიის წევრებმა სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიის საფინანსო სამსახურმა საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს შვებულებისა და ბიულეტენის თანხები ჩაურიცხა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
სხდომის დაწყებას წინ უძღოდა „ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის ბრიფინგი, რომელმაც საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა „ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულ მოქმედებაში“ დაადანაშაულა. ჟურნალისტმა მერს ჰკითხა, გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც მერიის საფინანსო სამსახური საკრებულოს ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტებს არ აღიარებს და ხელფასებს ამ მიზეზით არ გასცემს.
„დღეს რუსთავში იმდენი გამოწვევაა, მთელი გუნდი ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გავუმკლავდეთ. სამარცხვინოა საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, ბეჭედზე, საქმისწარმოებაზე მუდმივად რაღაც აბსურდის მოსმენა და ამ მიზეზით სხდომების მუდმივად გადადება ან ჩაშლა. ხელფასები თანამშრომლებს ჩარიცხული აქვთ, თუმცა იყო რამდენიმე დეტალი. საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ზრუნავდეს მისი აპარატის თანამშრომლებზე და შესაბამისი პროცედურების დაცვით უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტების წარმოებას. ალბათ, როდესაც ამას ისწავლიან, კიდევ უფრო გამარტივდება პროცესები“, - თქვა ლაცაბიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ზეწოლასა და ოპოზიციური საკრებულოს მუშაობის საბოტაჟში ადანაშაულებდა. როგორც ის ამბობს, მერიას ბეჭდის დამზადების თხოვნით ოთხი თვის განმავლობაში მიმართავდა, თუმცა შესყიდვების სამსახური სპეციალურად, საკრებულოსთვის ხელის შეშლის მიზნით, 45-ლარიანი ბეჭდის დამზადებაზე ხელშეკრულებას არ აფორმებდა. „ვიდრე ამ ადამიანებს არ დააკმაყოფილებენ, არ ვაპირებ საკრებულოს სხდომების ჩატარებას. თუ პრობლემა არ მოგვარდება, სასამართლოს მივმართავ“, - ამბობდა ნოდარ შეროზია.
24 მარტს საკრებულოს სხდომას „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიის წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ თქვა, რომ სხდომებში მონაწილეობის გაგრძელების მორალური უფლება არ ჰქონდათ.
რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურ უმრავლესობაში „ნაციონალური მოძრაობის“, ფრაქცია „საქართველოსთვის“ და „ლელოს“ 19 წევრია. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებას“ მხოლოდ 16 მანდატი აქვს.
