ნიდერლანდები ევროკავშირს მოსთხოვს, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი შეაჩეროს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„საქართველოში მომიტინგეების, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პოლიტიკოსების დაკავება მიუღებელია. ამიტომ, ნიდერლანდები მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებები“, - წერს მინისტრი პლატფორმა X-ზე.
ამასთან, დიპლომატი მიესალმება ბალტიისპირეთის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ინდივიდუალური სავიზო სანქციების დაწესების შესახებ.
ველდკამპი მალტაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობს. მისი თქმით, საჭიროა მოიკვლიონ, რამდენად შეიძლება ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ეუთოს მექანიზმების გამოყენება.
მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისრმა, ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს, ნიდერლანდებში საქართველოს ელჩმა, დავით სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. გადადგნენ აშშ-ში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ლიეტუვაში საქართველოს ელჩებიც, ასევე, იტალიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. პოსტიდან წავიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია.
