„ახალი“ - ასე ჰქვია პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ სამთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დააფუძნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პარტიის ყრილობა, სადაც „ახალის“ თავმჯდომარეს აირჩევენ, უახლოეს მომავალში გაიმართება.
„ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა; ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას; ჩვენ ვიცით, რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურებას; ჩვენ ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ამოცანა, მიზანი და ჩვენ ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ თქვენთან ერთად.
ჩვენი ფერია მწვანე - ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი. ჩვენი ფერია ნარინჯისფერი - ეს არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები, თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. წინ მიმართული ისარი არის სწრაფად წინ მოძრაობა ამ დაპაუზებულ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ღონისძიებაზე.
გვარამიას თქმით, ის დიდი გაერთიანების მომხრეა და მზად არის, გამარჯვების სანაცვლოდ ნებისმიერი რამ დათმოს.
„ჩვენ არ მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ. ჩვენ გთავაზობთ, რომ გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა [მელია] ამბობს, წინ მომავლისკენ. არანაირი წარსული. საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენს წარმატებებზე“, - აღნიშნა გვარამიამ.
ახალი პარტიის საარჩევნო ნომერი, რომლითაც ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, 4 იქნება. ნიკა მელიის თქმით, „ნომერი ოთხი და პარტია „ახალი“ აუცილებლად მოხსნის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას პოლიტიკურ ჯადოს“:
„ჩვენ არ ვაკეთებთ წარსულზე შეფასებებს. ჩვენ გვაინტერესებს მომავლის მიღწევები და თუკი რაიმეთი უნდა იყოს ეს გუნდი გამორჩეული, უნდა იყოს გამორჩეული მომავლის მიღწევებით. მე მჯერა, რომ ასობით ათასი ამომრჩეველიამ ჩვენს შრომას, გულწრფელ, ახლებურ დამოკიდებულებას დაინახავს და ნომერი ოთხი 26 ოქტომბერს შემოიხაზება ასობით ათასი“.
ახალ პარტიას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მაია კოპალეიშვილიც შეუერთდა. როგორც მან დღეს განაცხადა, სამართლიანობისთვის ბრძოლა „ახალისთვის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი, ამ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება და სასმართლო არ იქნეს გამოყენებული პოლიტიკური ბრძოლის იარაღად“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.
პარტიის შეუერთდა ყოფილი პარლამენტარი და „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძეც.