რუსული როკ-ჯგუფის, Bi-2-ის (БИ-2) კონცერტი, რომელიც 19 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ჯგუფმა დღეს განახლებული გრაფიკი გამოაქვეყნა, სადაც კიშინიოვსა და ერევანში დაგეგმილი კონცერტების შემდეგ თბილისის კონცერტი აღარ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
„სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ თბილისში დაანონსებული კონცერტი არ შედგება. ღონისძიების ბილეთების ყველა მყიდველი 1-3 დღის განმავლობაში ორგანიზატორებისგან თანხას უკან მიიღებს იმავე ბარათზე, რომლითაც შესყიდვა გაფორმდა“, - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბილეთების გამყიდველ კომპანია tkt.ge-ში „საქართველოს ამბებს“ უთხრეს, რომ ღონისძიების გაუქმების შესახებ შეტყობინება ორგანიზატორისგან მიიღეს. ამ ეტაპზე ბილეთების გაყიდვა შეწყვეტილია.
Bi-2 თბილისში კონცერტის გამართვას მსოფლიო ტურნეს „ალილუია“ ფარგლებში გეგმავდა. 10 მარტს კონცერტი მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ტარდება, 17 მარტს კი სომხეთის დედაქალაქ ერევანში.
როკ-ჯგუფი 2013 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. YouTube-ზე იძებნება ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ 2013 წელს, Bi-2-ის წევრები - ეგორ ბორტნიკი და ალექსანდრ უმანი აფხაზეთის მცხოვრებლებს სოხუმში დაგეგმილ კონცერტზე იწვევდნენ. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იქნა მიღებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან. ამ წესის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
